ახალი ამბები
სინამდვილეში რას გულისხმობს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია
FaceBook
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს ლეგალიზაცია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე გამოაცხადა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ  ითვალისწინებს სასჯელის გაუქმებას მის შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე.

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მან "გირჩის" მიერ გასაჩივრებული კონკრეტული მუხლი განიხილა, რომელიც მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების დასჯადობას გულისხმობდა. შესაბამისად, ეს არ ეხება მარიხუანასთან დაკავშირებით არსებულ სხვა რეგულაციებს.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარიხუანას ადამიანები დასვენებისა და განტვირთვის მიზნით მოიხმარენ და რომ პირს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი განტვირთვის სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა. თუმცა, ამასთანავე, საამართლო ამბობს, რომ არც ეს უფლებაა აბსოლუტური, თუკი ის ზიანს აყენებს სხვის უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს.

ასეთ გარემოებად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს საგანმანათლელო, სამედიცინო, საჯარო დაწესებულებებს, არმიასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

"გირჩის" სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებში სასამართლო წერს გარკვეულ საფრთხეებზეც, რაც შესაძლოა, მარიხუანას ხელმისაწვდომობას მოჰყვეს და პირველ რიგში ეს ეხება მასზე საბაზრო მოთხოვნის გაზრდას.

"სასამართლო ითვალისწინებს, რომ მარიხუანის მოხმარება მართლაც ქმნის მასზე საბაზრო მოთხოვნას. ყველა მომხმარებლის ქმედება, ერთად აღებული, უთუოდ ხელს უწყობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას და ამ გზით ზრდის რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. თუმცა, მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური ფაქტის მიმართ გამოყენებული რეაგირების ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს ამ ერთ ფაქტთან დაკავშირებულ საფრთხეს და არა იმ საფრთხეებს, რომლებიც წარმოიშობა ერთად აღებული ყველა მომხმარებლის ქმედებიდან",- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება კერძო, პრივატულ სივრცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, განტვირთვისა და გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება დასჯადი აღარ არის.

საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის თებერვალში უკვე გააუქმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 100 გრ.-მდე ნედლი და 70 გრ.-მდე  გამომშრალი მარიხუანის შენახვაზე.  30 ივლისის გადაწყვეტილებით კი იგივე რაოდენობით  მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა და გაუქმდა ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარიანი ჯარიმის ან ერთიდან 6 თვემდე გამასწორებელი შრომის სახით. 






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.