"საქართველოს ფოსტა" ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მის
საკუთრებაში არსებულ შენობას ყიდის.
87,71 მ
2 ნაგებობა აუქციონის წესით იყიდება. მისი საწყისი
ღირებულება 132 000 ლარს შეადგენს.
"საქართველოს ფოსტაში" განმარტავენ, რომ შენობის
გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი უკვე მეორედ არ შედგა.
"დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა," - ამბობს "საქართველოს ფოსტის"
ქონების მართვის განყოფილების უფროსი, როსტომ ნადობანდიშვილი.
ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით,
ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით 356 300 ლარის ღირებულების უძრავ
ქონებას ყიდის.
მასალის გამოყენების პირობები