ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის 98 პირი
დააკავა.
მათ შორის, გამოავლინეს ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების
დანაშაულებრივი სქემაც, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული
საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული,
სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება.
სამართალდამცველების მიერ ასევე, გამოვლენილია ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა- გასაღების ფაქტები.
7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად ამოღებულია 15 კილოგრამამდე "ჰეროინი" და 7191 აბი
"სუბუტექსი" და "სუბოქსინი". ასევე, სხვადასხვა რაოდენობის "კოკაინი",
"მდმა" და "ჰაშიში".
მასალის გამოყენების პირობები