ქუთაისში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი
ხანძრის შედეგად მირებული ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის
შემდეგ გაირკვევა, რა სახის დახმარებას გაუწევენ ოჯახს.
"მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, ჯერ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს
მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძე.
ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძრი 26 ივლისს გაჩნდა, შედეგად,
სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა, 130 კვ.მ ფართობი. ცეცხლმა ოჯახს
საცხოვრებელი ოთახები და საოჯახო ტექნიკა დაუზიანა.
სახლში ხანძრის დროს ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. ის არ
დაშავებულა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 130 კვ.მ ფართობი
დაიწვა
მასალის გამოყენების პირობები