ამერიკის შეერთებულ შტატებში თაღლლითობის ბრალდებით ხუთი ქართველი
დაკავეს.
ამერიკის იუსტიციის სამინიტროს
ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში 25 ადამიანი მონაწილეობდა.
დაჯგუფების 11 წევრი უკვე დაკავებულია.
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ თაღლითობისა და ფულის
გათეთრებისთვის ეჭვმიტანილებს ბრალი მიმდინარე წლის 24 ივლისს
წაუყენა. ხუთი მათგანი ქართველია, რომელთაგან ერთი ქალია.
ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითურ სქემებში და ყალბ ინტერნეტ
განცხადებებს ათავსებდნენ ავტომანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით.
არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ კი, თანხებს იღებდნენ. მოტყუებით
მათ ოთხ მილიონ დოლარზე მეტის მოპოვება და თანხის საზღვარგარეთ
გადარიცხვა შეძლეს.
საქმის პროკურორი, ჯეოფრი ს. ბერმანი ამბობს, რომ ბრალდებულები
თაღლითურ სქემაში ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ჩართულნი.
თაღლითობის დანაშაულზე სასჯელის მაქსიმალური ზომა 30 წელია, ფულის
გათეთრების საქმეზე კი დაკავებულებს მაქსიმუმ 20 წლიანი პატიმრობა
ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები