ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
ხუთი დაშავებულიდან სამი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია
მოთავსებული. მიმღები განყოფილების უფროსის, მაია რუხაძის
განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სამივე მათგანს აღენიშნება უცხო სხეული რბილ ნაწილებში. არ არის
დამწვრობა. უტარდებათ გამოკვლევები, შემდეგ დაენიშნებათ მკურნალობა,"-
ამბობს მაია რუხაძე.
დაშავებულთაგან ორი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, ერთი კი 60
წლამდე გახლავთ.
კიდევ ერთი დაშავებული ავტოქარხნის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
მეხუთე დაშავებული კი უკვე გაწერეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსხმელ
ქარხანაში სადნობი ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის
ნგრევა გამოიწვია. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
ავტომშენებლის ქუჩაზე
ღუმელის
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მასალის გამოყენების პირობები