ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სამი ხე განზრახ დააზიანეს.
მომხდარ ფაქტს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვის
საფუძველზე, საგამოძიებო უწყება სწავლობს.
"პირველადი ინფორმაციით, ხეები, გახმობის მიზნით, განზრახაა
დაზიანებული. იმ შემთხვევაში, თუ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,
ადგილზე იმავე სახეობის ნერგები დაირგვება", - ამბობენ ქუთაისის
მერიის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები