ქუთაისში ღია ცის ქვეშ ტრადიციული კინოჩვენებები იწყება.
პროექტი ზაფხულის საღამოების ფარგლებში განხორციელდება და 25-დან 29
ივლისამდე გაგრძელდება.
25 ივლისი - "ჩემი ბებია" კ. მიქაბერიძე
26 ივლისი - "ჯიმ შვანთე" მ. კალატოზიშვილი
27 ივლისი - "გიორგობისთვე" ო.იოსელინი
28 ივლისი - "იყო შაშვი მგალობელი" ო. იოსელიანი
29 ივლისი - "არაჩვეულებრივი გამოფენა" ე. შენგელაია
სეანსების დაწყების დრო - 21:15 საათი.
ჩვენებები მონ პლეზირის თაღთან მოეწყობა იქ სადაც XX საუკუნის
დასაწყისში მდებარეობდა ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი ქუთაისში.
"კინოჩვენებები სიმბოლურად ყოფილ კინოთეატრ "რადიუმის" სიახლოვეს
მოეწყობა, სადაც 1912 წელს შედგა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი
დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში"
პრემიერა , რომელიც ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასე, რომ
ქართული კინოს ისტორია ნამდვილად ქუთაისიდან იწყება !"- ამბობს
პროექტის ავტორი კინომცოდნე, თამთა თურმანიძე.
ღონისძიება ქართული კინოს 110 წლისთავის ეძღვნება.
მასალის გამოყენების პირობები