სამტრედიის მერიის გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან ქალაქის ქუჩებში
გარევაჭრობა იკრძალება.
გარემოვაჭრეებს უკვე შეხვდა ქალაქის მერი, ვალერიანე ფოცხვერია და
აკრძალვის შესახებ აცნობა.
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამბობენ, გარემოვაჭრეებს სანაცვლოდ
თბილისის ქუჩაზე აგრარული ბაზარი შესთავაზეს, სადაც ბაზრის
ადმინისტრაცია მათ წლის ბოლომდე გადასახადის გარეშე მუშაობის უფლებას
მისცემს.
გარემოვაჭრეები მოსალოდნელი აკრძალვების შესახებ 10 დღით ადრეც იყვნენ
გაფრთხილებული.
სამტრედიის მერიაში ამბობენ, რომ თუ გარემოვაჭრეები 23 ივლისიდან
აკრძალვებს არ დაემორჩილებიან, ისინი დაჯარიმდებიან.
მასალის გამოყენების პირობები