გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისს იმერეთსა და
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელ-ჭექით.
სინოპტიკოსების ვარაუდით 24 ივლისის ღამის საათებში უმეტეს რაიონებში
წვიმა შეწყდება და დღისით გამოიდარებს. უნალექო ამინდი იქნება დღის
განმავლობაში 24 -25 ივლისს.
"ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მაქსიმალური მთასა და დაბლობ
რაიონებში მოსალოდნელია 32-37 გრადუსი, სანაპიროში - 30-32", - ამბობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
26 დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი ხანმოკლე
წვიმა ელ-ჭექით და 27 ივლისიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია
ნავარაუდევი. ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით მოიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები