ქუთაისში ავტოქარხნის დაჩებსა და დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები ამავე
ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის დახურვას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით,
მიზეზი მათი ჯანმრთელობის
გაუარესებაა.
"
ქარხანა მოსახლეობას საფრთხეს
უქმნის. თითქმის ყველას გვაქვს საერთო სიმპტომები თავის
ტკივილის სახით. ეს ქარხანა დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს უშვებს და
ნელ-ნელა იწირავს ჩვენს ჯანმრთელობას. ამ ქარხნის უფროსობა ხომ
ხალხი არ არის, მკვლელები არიან, ყოველ დღე რომ კვამლში
გვახრჩობენ," - ამბობს ადგილობრივი ლამარა კვატაშიძე.
ქარხნიდან ყოველდღიურად გამოსული კვამლი მოსახლეობას სხვა ყოფით
პრობლემებსაც უქმნის. გამონაბოლქვის გამო ადგილობრივები ვერ აღებენ
ფანჯრებს, ასევე სარეცხის დასარეცხად შაბათ-კვირას
ელოდებიან.
"მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებენ და ჩვენც ამ დღეებისთვის ვაგროვებთ
სარეცხს. სხვა დღეებში რომ გავფინოთ კვამლისგან ისე ბინძურდება,
ხელახლა დასარეცხია," - აცხადებს დადიანის ქუჩის მკვიდრი მზია
თორთლაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას ქარხნის მიერ სტანდარტების
დაცვის გარეშე მუშაობა იწვევს. მათი თქმით, სავარაუდოდ,
საწარმოში არ არის დამონტაჟემული ფილტრები, რომლებიც გამონაბოლქვის
გამოდინებას შეუშლის ხელს.
ავტოქარხნის დაჩებსა და დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები მათი ქარხნის
ხელმძღვანელობისგან ყურადღებას ითხოვს.
"დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემით და დაიცვან უსაფრთხოების წესები რომ
ნორმალური ცხოვრების საშუალება გვქონდეს," - ამბობს დადიანის ქუჩაზე
მცხოვრები ლამარა კვატაშიძე.
დადიანის ქუჩაზე მდებარე ქარხანაში კარები ჩაკეტილია და შესვლა უცხო
პირებისთვის შეზღუდული. ამავე ტერიტორიაზე მყოფი დაცვის სამსახურის
წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ საწარმო ქუთაისის
ავტომექანიკური ქარხნის დაქვემდებარებაშია.
"ქუთაისიპოსტი" მოსახლეობის პროტესტზე პასუხის
გასარკვევად, ავტომექანიკური ქარხანაში მივიდა, თუმცა იქ მყოფი
დაცვის სამსახურის თანამშრომელის თქმითაც, ადგილზე არ იმყოფებიან
ხელმძღვანელი პირები.
"გადავცემთ უფროსობას და ამ საკითხზე თავად დაგიკავშირდებიან,"-
განგვიმარტეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა.
დადიანის ქუჩა #88- ში მდებარე ქარხანაში, სულ სამი წარმოება მუშაობს
ერთ-ერთში ე.წ. წიდას გადამუშავება ხდება.
'საწარმო, რომლიდან გამოსული კვამლი მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის
პრობლემებს, ტერიტორიაზე მეხუთე წელია ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები