ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით
მიიღებიან:
1 – სტუდენტები რომლებსაც 2018 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი
წელი;
2 – რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული
სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;
3 – რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების
ელექტრონულ პორტალზე
www.students.eqe.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები ადგილი
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები ადგილი
თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 15 მისაღები
ადგილი
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს
ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი,
ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის
ტელეფონია: 577 39-01-94; 2 30-52-85.
სრული ინფორმაცია
ნახეთ აქ.
წყარო:
edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები