ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და
ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ.
სამართალდამცავებმა დღეს ექვსი ადამიანი უნდა გამოკითხონ. სამი
დასაქმებული უკვე დაიკითხა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები
ძირითადად ინტერესდებოდნენ, თუ სად იმყიფებიდნენ შემთხვევის დროს და
რომელ ცვლაში მუშაობდნენ. კითხვები ასევე ეხებოდა უსაფრთხოების
ნორმებსაც.
ერთ-ერთი სამთო ოსტატის მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხე
ცვლაში მოხდა, თავად კი მეორე ცვლაში მუშაობდა. დაკითხულების ნაწილს
მედიასთან საუბარი არ სურს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6
კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი
თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან
მოთავსებულნი.
ექიმ გიორგი წერეთელის თქმით, ორივე პაციენტი ამჟამად დამწვრობის
კრიტიკული დაზიანების რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთ-ერთი
მათგანი კი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის
კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. მეექვსე მეშახტე კი იმავე დღესვე გაწერეს ტყიბულის საავადმყოფოდან.
ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა.
5 აპრილსაფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის
დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი
დაშავდა.
შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
ამავე თემაზე:
ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს 21 და 22 ივლისს
დაკრძალავენ
ტყიბულის
შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
მძიმეა
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
ტყიბულის
შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ტყიბულის
შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ
თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები