ლენტეხის მოსახლეობა ხელედულაჰესის მშენებლობის ადგილზე მძიმე
ტექნიკის შესვლას აპროტესტებს.
მათი თქმით, ტექნიკა უცხოურმა (თურქულმა) კომპანიამ რეგიონში
დღეს გამთენიისას ჩუმად შემოიყვანა. ლენტეხის მოსახლეობა დილიდანაა
შეკრებილი.
"20 ერთეული ტექნიკა შემოაპარეს ცაგერში. ამ ტექნიის შემოყვანა და
მშენებლობის დაწყება ჩვენი საცხოვრისების დანგრევას ნიშნავს. ის არ
კმარა ამ მთავრობას რომ სიცოცხლის და შრომის უფლება წაგვართვეს. ამას
არ დავუშვებთ, " - განაცხადა ლენტეხში მცხოვრებმა, ზაზა
ლიპარტელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები