ტყიბულის შახტშტი 16 ივლისს დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. ისინი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის
კლინიკაში არიან მოთავსებულნი.
ექიმ გიორგი წერეთელის თქმით, ორივე პაციენტი ამჟამად დამწვრობის
კრიტიკული დაზიანების რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთ-ერთი
მათგანი კი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
"მგომარეობა მძიმეა, ვინაიდან მძიმე ტრავმა აქვთ მიღებული. ერთს
ოპერაციას ვუკეთებთ დღეს", - ამბობს ექიმი გიორგი
წერეთელი. მისი თქმით, ხეჩიაშვილში მოთავსებული კიდე ორი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის
კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. მეექვსე მეშახტე კი იმავე დღესვე გაწერეს ტყიბულის საავადმყოფოდან.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6
კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ
მოხდა.
5
აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის
დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი
დაშავდა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
ამავე თემაზე:
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ
თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის
შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები