ტყიბულში მინდელის სახელობის შახტასთან იქ დასაქმებულები არიან
შეკრებილნი..
ისინი შახტის დახურვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საწარმო არ უნდა
გაჩერდეს და უნდა შეიცვალოს კომპანიის ხელმძღვანელობა.
მუშები სახელმწიფოსგან დასაბუთებულ გარანტიას ითხოვენ, რომ ვიდრე
შახტა ამუშავდება, ანაზღაურება მიიღონ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ
სახელმწიფო მისი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ტყიბულში იმავე
ანაზღაურებით ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნას ითხოვენ.
მათი თმით, ადგილიბრივები ძირითადად, სწორედ, შახტში არიან
დასაქმებულნი და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ტყიბულში მინდელის შახტში 16 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის
შემდეგ, 25-ვე მოქმედი შახტა დაილუქა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის თქმით, შახტში
დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი
აუნაზღაურდებათ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი
მუშა
დაიღუპა,
დაობლდა 7 შვილი, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში
გადაყვანეს.
შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი
,
ლაშა ფორჩხიძე 30 წლის იყო, დაშავებულთაგან ყველაზე უმცროსი კი 22
წლის ჯიშიაშვილი ნოდარი გახლავთ.
16 ივლისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის
შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც
ტყიბულში
13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც
ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია
„საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც
ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.
"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს
მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი
დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს
სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე
ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.
საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.
შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018
წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა
და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება
კანონის აღსრულების პრობლემა.
მასალის გამოყენების პირობები