ახალი ამბები
იმერეთიდან 18 კაციანი დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა
FaceBook
იმერეთის მხარესა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს კუიევსკო–პომორსკის შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 18 კაციანი დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა.

ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული ახალგაზრდები 10 დღით ქალაქ ტორუნში შემეცნებით–გასართობ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების ისტორიას გააცნობენ. ასევე იგეგმება კუიევსკო–პომორსკის რეგიონში ღირშესანიშნავი ძეგლების დათვალიერება.
"მხარეებს შორის ეს პირველი ვიზიტია, რომელიც ახალგაზრდების დაახლოებას უწყობს ხელს. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად პოლონეთში, კუიევსკო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორი და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც გაემგზავრნენ," - აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
დელეგაციის წევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილეს. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში 4 დღე იმყოფებოდა, მათ საქმიანი შეხვედრები ქონდათ მხარის პირველ პირებთან. რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.