ახალი ამბები
„ქალი, როგორც სუბიექტი - ქალი, როგორც ობიექტი“
FaceBook
რა გავლენას ახდენს ნეოლიბერალური წესრიგი გენდერულ კონსტრუცქციებზე და როგორია მისეული გაგება ქალთა როლის თუ მონაწილეობის მსგავს სოციო-ეკონომიკურ სისტემაში.

ქუთაისში არსებულ კატო მიქელაძის სკოლაში აღნიშნულ თემაზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრა მერიის გენდერის დარბაზში მოეწყო, სადაც მოხსენება ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარმა - თამარ ქებურიამ წაიკითხა.

მან საუბრის დასაწყისში ნეოლიბერალიზმის არსზე ისაუბრა. სისტემაზე, რომელიც 1970 წლებიდან იღებს სათავეს.

როგორც ცნობილია იგი ამცირებს სახელმწიფოს როლს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს მოდელი განსაკუთრებით კარგად მესამე სამყაროს ქვეყნებში აამუშავეს. მთავრობებმა დააწესეს ნეოლიბერალური  სტანდარტები: თავისუფალი ვაჭრობა, ნაკლები რეგულაციები, მთავრობის ნაკლები ჩარევა ეკონომიკურ პოლიტიკაში, მთლიანად ბაზრის ლოგიკაზე გადაწყობა.

ეს მოდელი შეიჭრა სხვა სივრცეებშიც.

"ახალგაზრდა ქალები გადაიქცნენ ნეოლიბერალური სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან აგენტებად, ამ სისტემამ შეცვალა ქალთა სუბიექტურობის გაგება და მოახდინა მათი ობიექტივიზაცია", -აღნიშნა თამარ ქებურიამ.

ქალს სხვადასხვა როლი ეკისრებოდა სხვადასხვა ეპოქაში. მიეწებებოდა იარლიყები, რომელსაც პოლიტიკური ველი და სისტემა აწესებდა იმის მიხედვით, თუ რა ესაჭიროებოდა ქალისგან. თუმცა, მე 19 საუკუნიდან იწყება ქალთა მოძრაობები. ამ ბრძოლამ გამოიღო შედეგი. ქალებმა მოიპოვეს უფლებები.

შეხვედრაზე ახსენეს კამპანია Me Too, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, ერთგვარი კონცენტრაცია და მთელი ყურადღება ქალების გარშემო შემოკრიბა.

"თითქოს კამერები ქალებისკენ არის მომართული - რას ვიზამთ, როგორ შევცვლით სამყაროს. მაგრამ ეს შემობრუნება არა ქალების დამსახურებაა, არამედ იმ ლოგიკის, რასაც ნეოლიბერალიზმი გვთავაზობს", - აღნიშნა თამარ ქებურიამ.

ნეოლიბერალიზმი ადამიანებს მოხმმარებელ საზოგადოებად აქცევს. მის ლოგიკას ექვემდებარება ემანსიპირებული ქალებიც, თავად იქცევიან მომხმარებლებად, მიყვებიან იმ თამაშის წესებს, რასაც სისემა თავაზობს. მაგალითად, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები იყენებენ უფრო სუსტ და ეკონომიკურად ღარიბი ქალების შრომას.

„თუკი ადრე ფემინსიტები იყვენენ გაბრაზებულები და ცდილობდნენ უუფლებობით შექმნილი ბარიერები გაერღვიათ, ახლა აღარვინ არის გაბრაზებული და დაბოღმილი, მათ უბრალოდ უნდათ კარგი ცხოვრება. საქორწინო კაბასაც ჩაიცვამენ, პორნოსაც უყურებენ, სხვადასხვა ურთიერთობებშიც შევლენ და მაინც ფემინისტებად დარჩებიან. დღევანდელ საზოგადოებაში ქალის ეს მახასიათებელიც გაჩნდა“ -აღინიშნა შეხვედრაზე.

ძლიერი ქალები, გინდა არ გინდა, ქმნიან მაღალ უთანასწორობას და ქმნიან მეორე პოლუსს წარუმატებელი ქალებისთვის, რომელთაც არ უნდა ამ ლოგიკაში ყოფნა. არ უნდათ კარიერა, ურჩევნიათ ბედნიერი ოჯახი, ქმარ -შვილზე ზრუნვა. ამ ქალებს სისტემის ლოგიკა წარმოაჩენს პასიურ, სუსტ, დამოკიდებულ ქალებად. მაგრამ, იქნებ მათ აქ ურჩევნიათ, ზრუნვის სივრცეში და არა ველურ, კაპიტალისტურ სივრცეში შესვლა, აღინიშნა სემინარზე.

შეხვედრ დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.