რაჭაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად სოფელ ღებში წაღებულია
უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდები, დაზიანებულია სავალი გზა.
სტიქიის გამო 60-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო და
სავარგულები.
რიონის გარდა, ადიდებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე
ლუხუნიც.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამუშაოებს მდინარის
დონის დაკლების შემდეგ დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები