ახალი ამბები
კარადა, რომელიც უკრავს (ვიდეო)
FaceBook

პოლიკარპე თევდორაძეს სახლში ყველაზე ძვირადღირებული ნივთი კარადაა.

ამ კარადის დამსახურებაა, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, ფარცხანაყანებში მცხოვრებ თევდორაძეებს რომ ნაცნობების გარდა, უცნობებიც სტუმრობენ.

მასიური ხისგან აწყობილი, ფერად - ფერადი მინებით გაფორმებული კარადის უნიკალურობის ერთ-ერთი მიზეზი სიძველეა. 

სამი საუკუნის წინ შექმნილი კარადა კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას მაშინ ახდენს, როდესაც უკრავს.

„ეს ფრანგული კარადაა. 1740 წელს გამოშვებული. ძველი ნივთები მამაჩემს უყვარდა. 90-იან წლებში, თბილისში, ერთი სომეხი ქალის ოჯახში მიაგნო და 500 მანეთად იყიდა. მე მაჩუქა. ამიტომ ის არამხოლოდ ფასეული, არამედ ძალიან ძვირფასი ნივთია ჩემთვის,“ - გვიყვება პოლიკარპე.

სამახსოვრო მოგონებების გარდა, მომღერალი კარადა, თევდორაძეების ოჯახის წევრების გამხიარულებასაც ახერხებს. საოცარი ჟღერადობა და ხმოვანება არც მეზობლებს ტოვებს გულგრილს.

უნიკალურ კარადაში შვიდი ინსტრუმენტი უკრავს: ბარაბანი, ფორტეპიანო, დასარტყამი და სასულე საკრავები. ყველა ეს ინსტუმენტი ისე შეთანხმებულად ჟღერს, გაფიქრებინებთ, რომ კარადიდან თქვენთვის მთელი ორკესტრი უკრავს.

278 წლის წინ შექმნილი კარადა- ორკესტრი ექვს ქართულ და ექვს ფრანგულ მელოდიას უკრავს. ფრანგული მელოდიები ძველ პარიზშია ჩაწერილი, ხოლო ქართული "მენახშირე," და "საცეკვაო"  მე-19 საუკუნის თბილისში. მათ მოსასმენად მექანიზმი უნდა დაქოქოთ. მექანიზმის მუშაობის პრინციპი კი ღერძის ბრუნვას ეფუძნება.

"ღერძზე, იგივე დოლურაზე დამაგრებული ლითონის შვერილები ბრუნვის დროს ე.წ. თითებს ეხება, თითები ამ მოძრაობას გადასცემენ ინსტუმენტებს და მუსიკაც უკრავს. გვერდით მონეტების ჩასაყრელი ყუთიც აქვს, სადაც ადრე ოქროს ფული უნდა ჩაგეგდო. მართალია, დღეს ოქროს ფულით აღარავინ მოდის, თუმცა მახარებს, რომ მის მოსასმენად სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან," - გვიხსნის პოლიკარპე.



პოლიკარპეს მომღერალ კარადას, რომელიც ხან სამასი წლის წინანდელ საფრანგეთში, ხანაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გვამოგზაურებს, ყიდვის ბევრი მსურველი ჰყავს. მეპატრონე კი მის დათმობას არ აპირებს. 

"ზოგს მოსმენა უნდა, ზოგს ყიდვა, მაგრამ  მას ასე ადვილად ვერ დავთმობ. ერთხელ დიდი თანხაც შემომთავაზეს, თუმცა  100 ათასადაც ვერ დავთმობ," - ამბობს პოლიკარპე თევდორაძე. 

ორი  საუკუნის წინ, ძველ თბილისში 500 მანეთად ნაყიდ კარადას,  საქართველოში ანალოგი არა აქვს, ამიტომ პოლიკარპესთვის მისი ფლობა ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

"ყოველ თვეში წმენდა და დაზეთვა  სჭირდება. როცა ასეთი ნივთის პატრონი ხარ,  აუცილებელია გაუფრთხილდე. ისევ კარგად რომ დაუკრას და ისევ გაოცებაში მოიყვანოს მსმენელი," - აცხადებს პოლიკარპე.

კარადა, რომელიც მისი შექმნის დღიდან  ყურადღებას იპყრობს,  საქართველოში მე-19 საუკუნეში ჩამოუტანიათ. ამ პერიოდის თბილისში ის დუქანში დაუდგამთ, სადაც მომღერალი კარადა პრობლემებით გადაღლილ მუშტრებს ამხიარულებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.