ახალი ამბები
შეჩერებული ბრძანება და კორპუსის ნაწილის დასანგრევად წინასწარ გამოცხადებული ტენდერი
FaceBook
ქუთაისის მერიამ, სახლი N 1 -ის სართულების დემონტაჟისთვის ტენდერი (NAT180010218) განმეორებით გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია, მშენებელ კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ მერიის ბრძანება დემონტაჟის შესახებ შეჩერებულია, ქალაქის ხელისუფლება შენობის ნაწილის დასანგრევად პრეტენდენტს მაინც ეძებს.

კომპანიის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი ამბობს, რომ მერიამ ტენდერში გამარჯვებული თუნდაც გამოავლინოს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე შენობის ნაწილის დანგრევას ვერ შეძლებს.

"აზრი არ აქვს ამ ტენდერის გამოცხადებას. ფიზიკურად ვერ აღასრულებს მერია მის მიერვე გამოცემულ ბრძანებას დემონტაჟის შესახებ. ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კანონიერ ძალაში შევიდეს ბრძანება, მანამდე შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება", - ამბობს ერმილე ჭეიშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდება და პროცესის შესაძლო წაგებას არ უშვებს ქუთაისის მერია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ ბრძანების აღსრულების შესახებ დოკუმენტი მერიას არ ჩაბარებია, ტენდერი კი დროის მოგების მიზნით გამოაცხადა.

"ჩვენთან ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება შეჩერებაზე არ მოსულა. ჩვენ მართლები ვართ, ამდენად, სასამართლო დიდი ალბათობით გაიზიარებს იმას, რომ უკანონოდაა აშენებული ის ორი სართული. ტენდერი კი იმიტომ გამოვაცხადეთ, რომ არ დაგვაგვიანდეს. სასამართლო გადაწყვეტლება როცა გამოცხადდება, ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მოვახდინოთ დემონტაჟი", - ამბობს ზვიად ჯავახია.

თამარ მეფის ქუჩაზე შვიდ სართულიანი კორპუსის მშენებლობა კომპანია "სახლი N 1"-მა გასულ წელს დაასრულა. ქალაქის ცენტრში სამშენებლო ნორმების დარღვევა ზედამხედველობის სამსახურმა მას შემდეგ აღმოაჩინა, როცა კომპანიას უკანონო სართულები უკვე აშენებული ჰქონდა. კანონდარღვევის აღმოჩენა ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლას დაემთხვა. მერიამ ფაქტიც თავად გაასაჯაროა და კანონის დაცვისკენ სხვა სამშენებლო კომპანიებსაც მოუწოდა.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა მაშინ პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ უკანონო სართულები მას შემდეგ აშენდა, რაც მან მერიაში თანამდებობა დატოვა, თუმცა, თავად კომპანიის მიერ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ სადავო სართულები მისი მერიაში მუშაობის დროს არის აშენებული.


ფოტოზე,  ჩანს, რომ შენობის მარცხენა მხარეს მეექვსე სართულის მშენებლობა დაწყებულია.
ბაქარ ჭეიშვილმა კი პოსტი 29 ოქტომბერს დატოვა.

მერიასა და კომპანისა შორის დავაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. იმ შემთხვევაში თუ მერია სასამართლოს მოიგებს, უკანონო სართულებს დაანგრევს, წაგების შემთხვევაში კი მის მიერვე წინასწარ გამოცხადებული ტენდერის გაუქმება მოუწევს.

შენობის ნაწილის დემონტაჟში ქუთაისის მერია 70 000 ლარის გადახდას აპირებს, თუმცა, დანგრევის შემთხვევაში, საბოლოოდ, ამ თანხის ანაზღაურება მშენებელ კომპანიას მოუწევს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში, კორპუსის ნაწილის იძულებითი დემონტაჟის თანხას, მშენებელი კომპანია გადაიხდის

ქუთაისის მერიამ, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის, ტენდერი გამოაცხადა


ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.