მოლდოვის "შერიფის" წარმომადგენლებმა რამაზ შენეგელიას სახელობის
სტადიონზე პრესკონფერენცია გამართეს.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, გორან საბლიჩის შეფასებით, ქუთაისის
"ტორპედო" ძლიერი გუნდია და კარგად იცის ბურთთან თამაში.
"შევისწავლეთ ქუთაისის "ტორპედოს" თამაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ფეხბურთელები კარგად არიან მომზადებული," - განაცხადა გორან
საბლიჩმა.
"შერიფის" კაპიტნის, მატეოს სუსიჩის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის
გამო, ხვალინდელი მატჩი რთული იქნება.
"ცხელი ამინდია და რთული იქნება თამაში, თუმცა მზად ვართ, ბოლომდე
ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ შანსები არის," - აღნიშნა მატეოს
სუსიჩმა.
პრესკონფერენციის შემდეგ "შერიფმა" რამაზ შენგელიას სტადიონზე მატჩის
წინა ვარჯიში გამართა.
"ტორპედოსა" და "შრიფს" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო
შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.
საფეხბურთო მატჩი 19:30 წუთზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები