ახალი ამბები
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და სამუშაო პროცესის გადაღება აკრძალეს
FaceBook
ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერიტეტის  მშენებლობის ადგილზე ვიდეოგაღება და ტერიტორიაზე შესვლა აკრძალეს.
სამუშაო პროცესის გადასაღებად "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი ორი საათის წინ მივიდა. ადგილზე მყოფმა დარაჯმა გვითხრა, რომ  ღობის იქით შესვლის და გადაღების  უფლება არ გვქონდა. 

სიტუაციის გასარკვევად ფონდ "ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელს ვახტანგ ცაგარელს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა აკრძალვების შემოღება. 

"რატომ უნდა გადაიღოთ, როცა დაიწყება ინტენსიური სამუშაოები ყველაფერს შეგატყობინებთ. ოფიციალურად შეხვალთ და გაიღებთ. ჩვენ გაქვს ნათქვამი, რომ არავინ შეუშვან, იმიტომ კი არა, რომ ეს არის საიდუმლო  ობიექტი, უბრალოდ, ის პროცესები რაც თქვენ გაინტერესებთ დაიწყება  უახლოეს დღეებში", - განგვიმარტა ვახტან ცაგარელმა.



ჩვენი მისვლის მომენტში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობდა. 

სასწავლებელი, სადაც სტუდენტები ერთ წელიწადში უნდა მიიღონ, სამშენებლო სამუშაოები 6 ივლისს დაიწყო.  ფაქტის ამსახველი ფოტოები ქუთაისის მერიის მუხნარის ადმინისტრაციულმა ერთეულმა იმავე დღეს გაავრცელა.

ფონდ "ქართუში", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს,  2017 წლის ივლისში ამბობდნენ, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ არ ქონდათ შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია.

"ქართუში" არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.

"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი", - გვითხრა ორი თვის წინ ფონდი "ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.

ფონდ "ქართუს" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გეგმების თაობაზე გასულ კვირასაც დავუკავშირდით. მაშინ ვახტანგ ცაგარელმა გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და კითხვებზბ პასუხს მომავალ ანუ მიმდინარე კვირას  გაგვცემდა. თუმცა, დღეს მხოლოდ ის გვითხრა, რომ ინტენსიური სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება. 

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".


ამავე თემაზე:

ქუთაისის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს (ვიდეო)


ადგილი, სადაც ერთ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.