გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ნალექი 12 ივლისამდე მოსალოდნელი არ
არის, თუმცა 10-11 ივლისს ცალკეულ რაიონებში მცირე ხანმოკლე
წვიმას პროგოზირებენ.
"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 31-36 გრადუსი იქნება,
ზღვისპირა რაიონებში 27-29, ხოლო მთიანში - 31-36", - ამბობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები 12 ივლისის დღის
ბოლოდანაა მოსალოდნელი. 14 -15 16 ივლისს ტემპერატურა დაიკლებს 26-28
გრადუსამდე და ამავე დღეებში წვიმას ელოდებიან.
17 ივლისიდან კვლავ გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები