ახალი ამბები
მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე თვითმხილველი და ორი გამომძიებელი დაიკითხა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი და ის გამომძიებლები დაიკითხნენ, ვინც საქმეზე ოპერატიული მოქმედებები ჩაატარა.
მოწმის სახით დაკითხულმა კახი ნემსაძემ პირველად ისაუბრა თეთრ ავტომანქანაზე, რომელმაც მისი თქმით, კვირიკაშვილის ავტომანქანას საფრთხე შეუქმნა და მანევრირება აიძულა, რასაც საბოლოოდ შეჯახება მოჰყვა. კახი ნემსაძეს შემთხვევის დღეს დაკითხვის დროს ეს ინფორმაცია ჩვენებაში ნათქვამი არ აქვს.

კახი ნემსაძემ სასამართლოს უთხრა, რომ პირველი დაკითხვის დროს გამომძიებლებს მისთვის შემთხვევის ადგილზე სხვა ავტომანქანის არსებობის შესახებ არ უკითხავთ, გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ მომხდარის გამო აღელვებული იყო.

ნემსაძის შემდეგ პროკურატურამ მოწმის სახით ის გამომძიებლები გამოიძახა, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს მოწმე ნემსაძე დაკითხეს.

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ყველა ძირითადი შეკითხვა დასვეს, თუმცა, ყველა მათგანის ფიქსირება არ ხდება და ამის ვალდებულება არ აქვთ.

კახი ნემსაძის ჩვენების მიხედვით, მერაბ კვირიკაშვილი აღნიშნული მანქანის შეჯახების თავიდან არიდების გამო იძულებული იყო გზის მარჯვენა მხარეს გადასულიყო. პროკურტურა კი ამტკიცებს, რომ მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი არა საფრთხის არიდების, არამედ, გასწრების მიზნით გააკეთა.

კახი ნემსაძის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნახსენები ავტომანქანა იდენტიფიცირებული არ არის. დაცვის მხარის თქმით, ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და  კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. მერაბ კვირიკაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია.


ამავე თემაზე:


ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან

ერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია

მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ავტოავარიაში დაღუპულის დედა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.