ახალი ამბები
ქუთაისის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მოსაწყობად, სადაც სტუდენტები ერთ წელიწადში უნდა მიიღონ, სამშენებლო სამუშაოები ახლა დაიწყო.




ადგილიდან ფოტოებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს.

ფონდ "ქართუს", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს,  ჯერ კიდევ სამი თვის წინ არ ქონდა შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია.

"ქართუში" არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.

"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი", -  გვითხრა ორი თვის წინ ფონდი "ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.

როგორია დღეს ფონდის გეგმა და მოესწრება თუ არა სამუშაოები? აღნიშნულ კითხვებზე ვახტან ცაგარელმა განგვიმარტა, რომ ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება
და პასუხს მომავალ კვირას მოგვაწოდებს.

ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც არ არსებობდა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".


ამავე თემაზე:

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს (ვიდეო)


ადგილი, სადაც ერთ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.