ახალი ამბები
ჭუბერში, სტიქიის ზონაში 5 კრიტიკული წერტილია
FaceBook
ჭუბერში, სადაც სტიქია მძვინვარებს დაახლოებით 5 კრიტიკული წერტილია,

- ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხვადაგიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.
ხვადაგიანის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, თუმცა მისი ჩართვის აუცილებლობა ამ დროისთვის არ დგას.

რაც შეეხება მოსახლეობის მდგომარეობას, ალექსანდრე ხვადაგიანის ინფორმაციით, სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებმაც თავი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს. მისივე განმარტებით, სტიქიის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150 მაშველი მონაწილეობს.

„ამ დროისთვის ადგილზე, დაახლოებით, 5 კრიტიკული წერტილია. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ძალები. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი. სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იქ ჩვენი მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი. ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გადმოიგზავნება. არსებობს იმის დრო, რომ მოხდეს ტექნიკის უსაფრთო ადგილზე გადაყვანა. რაც შეეხება კონკრეტულად წყლის დონის მომატების მოლოდინს, ამის მოლოდინი არ გავქვს, თუმცა მაინც ვერაფერს გამოვრიცხვთ და შესამამისად, მზად ვართ ყველანაირად. ევაკუირებულმა მოსახლეობამ ღამე ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გაათენა. ვითარება, რომ ვინმეს საველე პირობებში გაეთენებინა ღამე, არ გვქონია“, - განაცხადა ხვადაგიანმა.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენიც მობილიზებულია.

„თუ გახდება ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება, ასეთ შემთხვევაში ვერტმფრენი მზად არის. თუმცა ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. ვერტმფრენი სვანეთშიც არის და ბაზაზეც არის. ამინდი ნორმალურია, ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლა კი დასტაბილურდა ვითარება და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიას მეორე დღეა ებრძვიან. მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნებისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთა სახლები გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა, ღამე ნათესავების სახლში გაათენა.

წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.