ახალი ამბები
170 წლის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
2018 წლის სექტმებრის ბოლოდან ქუთაისში ცენტრალური ბაღის განახლება იწყება.

პროექტის მიხედვით, ბაღის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჩხიკვაძე  "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ბაღში დეკორატიული ფილები სამფეროვანი გრანიტის ფილებით ჩანაცვლდება, ასევე ისტორიულ სახეს დაუბრუბრუნდება შადრევნები. 

"ვაზის ტიპის შადრევნები დამონტაჟდება, რაც მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე, მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია" -  ამბობ სქუთაისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი  ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, ქუთაისის ცენტრალკუ ბაღში ასევე ჩაირთვება უფასო ინტერნეტი, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

"ბაღი - ეს არის ქალაქის ღერძი და მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს," - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

ქუთაისში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

"10 ივლისამდეა ტენდერი პროექტირებაზე გამოცხადებული, რის შემდეგაც საპროექტი სამუშაოები სავარაუდოდ 30 დღეში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია ჩვენი გათვლებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს შემოდგომიდან დაიწყებს," - ამბობს ჩხიკვაძე.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 170 წლისაა და ის მუშტაიდის ბაღის შემდგომ სიძველით მეორეა მთელ ამიერკავკასიაში.


ვიდეო: ლანა კოკაია

ბაღში, სხვადასხვა წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდებოდა, თუმცა მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.


ამავე თემაზე:

როგორ გამოიყურებოდა ქუთაისის ცენტრალური ბაღი ძველად და როგორია დღეს (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.