თერჯოლასა და ტყიბულში საუკეთესოდ მოწყობილი იმერული ეზოს
გამოსავლენად კომისია დღეს იმსჯელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუკეთესოს გამოვლენა
ოცდაათ კონკურსანტს შორის მოუწევთ.
"კონკურსი თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის
ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით დაიწყო, უკვე მიღებილია ყველას
ნამუშევარი. კომისია ყურადღება მიაქცევს იმას, თუ რამდენად
საინტერესოდ იქნება დანახული იმერული ეზო, თავისი ტრადიციული
ხასიათით,"- ამბობს საკონკურსოდ სპეციალურად შექმნილი კომისიის
ერთ-ერთი წევრი და თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ
ფანჩულიძე.
ორიგინალურად მოწყობილი, ამასთანავე ტრადიციული და შემოქმედებითი -
ასეთი იყო მოთხოვნები ყველაზე ლამაზი იმერულ ეზოს კონკურსისთვის,
რომელიც 2018 წლის 4 აპრილს გამოცხადდა. სხვადასხვაგვარად მოწყობლი
იმერული ეზოების ფოტომასალების მიღება თერჯოლის მუნიციპალიტეტში 4
ივლისს დასრულდა.
კონკურსი თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ამავე
მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები პირები
მონაწილეოდბენ.
საუკეთესო იმერული ეზოს ავტორი ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ფულადი საჩუქარი, შესაძლოა,
2 000 ლარი იყოს.
ამავე
თემაზე:
კონკურსი საუკეთესო იმერული ეზოს
მოსაწყობად
მასალის გამოყენების პირობები