ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
FaceBook
შპს "სანოსა" და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.
როგორც ქუთაისიპოსტს სააგენტოში განუცხადეს, დოკუმენტებზე ექსპერტიზაა დანიშნული.

"გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია და დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ სააგენტოში.

პარალელურად, ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს სოციალურ საცხოვრისში შპს "სანო", რომელმაც შენობა გაარემონტა. კომპანიის დირექტორი, ლევან ჭანტურიძე არ ენდობა ქუთაისის მერიის დაკვეთით, სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას და მიიჩნევს, რომ დასკვნის დიდი ნაწილი არასწორია.

ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისში ექსპერტიზა ერთი თვის წინ ჩაატარა. დასკვნის მიხედვით, ხარვეზები აღმოჩნდა როგორც სამშენებლო ნაწილში, ასევე, დოკუმენტაციასთან მიმართებაში. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ შპს "სანომ" ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

დასკვნას უნდობლობას უცხადებს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს საცხოვრისის მოსაწყობად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იყო.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში, რომელიც გასული წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა, 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. შენობაში მისი გახსნიდან 9 თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოინგრა ჭერი. ბენეფიციარები საუბრობენ სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.

მათ ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქციაც გამართეს და ვიცე-მერს, იუზა უგულავასაც შეხვდნენ. ვიცე-მერს მათთვის სხვა შენობაში გადაყვანის პირობა არ მიუცია, თუმცა, მერიამ შპს "სანოს" არსებული ხარვეზების გამოსწორება დაავალა.


ამავე თემაზე:

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.