ქართველ ქალ შრომით მიგრანტთა საზღვარგარეთ ადაპტაციისა და
სტიგმატიზაციის თავიდან არიდების სტრატეგიებს ეხება კვლევითი ნაშრომი,
რომელიც სოციოლოგიის მაგისტრმა, მკვლევარმა სალომე დოლიძემ ქუთაიში,
"კატო მიქლაძის სკოლაში", 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მსმენელებს
გააცნო.
მკვლევარმა სოციოლოგიის მაგისტრმა სალომე დოლიძემ კატო მიქელაძის
სკოლის მსმენელებს გააცნო კვლევა "შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია -
საქართველოს მაგალითი".
"საინტერესოა, როგორ ახდენს გავლენას ორთოდოქსული, კათოლიკური და
მუსლიმანური კულტურული გარემო, ქართველ ქალ შრომით მიგრანტთა
ადაპტაციისა და სტიგმატიზაციის თავიდან არიდების სტრატეგიებზე", -
აღნიშნა სალომე დოლიძემ კვლევის "შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია -
საქართველოს მაგალითი" წარდგენისას.
კვლევის ფარგლებში 15 რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთაც მინიმუმ 2-2
წელი იცხოვრეს საზღვარგარეთის სამ ქვეყანაში. კერძოდ, საბერძნეთში,
იტალიასა და თურქეთში, სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ქვეყანაში.
მკვლევარის თქმით, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ მართლმადიდებელ
საბერძნეთში ადპტირების პროცესი ემგირანტ ქალებს უკეთ უნდა გაევლოთ,
ვიდრე კათოლიკურ იტალიასა და ისლამისტურ თურქეთში. თუმცა,
რესპოდენტებთან გასაუბრების შემდეგ მიიღეს სხვა შედეგი.
მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქართველი ემიგრანტი ქალები
კარგად ადაპტირდნენ იტალიაში, რელიგიურმა ფაქტორმა ხელი არ შეუშალათ
ყოფილიყვნენ უფრო მიმღებები, გავლენა მოეხდინა მათი ცხოვრების წესსზე.
სამაგიეროდ, მართლმადიდებელ საბერძნეთში უფრო გაუჭირდათ შეგუება. უფრო
ჩაიკეტნენ და ნაკლები მიმღებლობა გამოიჩინეს. კიდევ უფრო რთულად იყო
საქმე თურქეთში, მძიმედ მოხდა შეგუების პროცესი.
"ქვეყნის განვითარების დონე და მასში ადამიანთა უფლებების
პატივისცემის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ადაპტაციისას,
ვიდრე კულტურული ღირებულებების გარკვეული თანხვედრა", - აღნიშნავს
სალომე დოლიძე.
სალომე დოლიძემ, ასევე, მიმოიხილა შრომით მიგრაციასთან დაკაშირებული
ზოგადი ტენდენციები და დამსწრე საზოგადეობას გააცნო სტატისტიკა.
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გაიზარდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან
მიგრანტთა რაოდენობა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მამაკაცები
ჭარბობდნენ, რომელებიც რუსეთსა და უკრაინაში მიდიოდნენ სამუშაოს
საძებნელად, 2000-იანი წლებიდან ემიგრანტი ქალების რიცხვმა იმატა.
ისინი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ემიგრირდნენ სამუშოს საძიებლად.
შრომით ბაზარზე ქალის შრომა მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ
ტენდენციას გარკვეული პოზიტიური მხარეებიც გააჩნია. ქართველ ემიგრანტ
ქალებს გაუჩნდათ საკუთარი შემოსავალი, რამაც განაპირობა მათი
თავისუფლება და საკუთარი თავის სხვაგვარად რეალიზების
შესაძლებლობა.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში
ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88,5%. მათგან 54,6% ქალია.
ყველაზე მეტი ემიგრანტი წავიდა თბილისიდან, მეორე ადგილზეა იმერეთი და
ქვემო ქართლი.
8 ივლისს კატოს სკოლის სემიანრების ფარგლებში აჩვენებენ ფედერიკო
ფელინის ფილმს "გზა".
ფილმის ჩვენება გაიმართება ქუთაისის მერიის გენდერის დარბაზში, 13
საათზე.
მასალის გამოყენების პირობები