ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა
შიმშილობს.
ზუგდიდში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ ციხეში მის შვილს 24 წლის
დავით ნანავას, რომელიც 4 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს,
პატიმრისთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში ამყოფებენ.
ეკატერინე ხუბუნაიას განცხადებით მის შვილს, ციხის ადმინისტრაცია
ხშირად კარცერში ამყოფებს. პატიმრის დედის თქმით, მის შვილს
სხეულზე წამონაზარდები აღენიშნება. როცა ექიმისგან გასინჯვას
საჭიროებს, ყურადღებას არავინ აქცევს. ქალბატონი მოითხოვს ციხის
ადმინისტრაციამ ყუადღება მიაქციოს 24 წლის პატიმარს.
ეკატერინე ხუბუნაია ციხის უფროსს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა,
რომელმაც განუცხადა რომ საკანში გაუგებრობა მოხდა, რის გამოც დავით
ნანავა კარცერში გადაიყვანეს. თუმცა, მისივე განცხადებით უფროსისგან
არანაირი პირობა არ მიუღია.
თუ ქალბატონის მოთხოვნები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ
დაკმაყოფილდება, ის შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები