ქუთაისელი აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების არ
არსებობაზე საუბრობენ.
"გვცხელა, თვალები მებინდებოდა ისე ვიყავი. ერთი გამაგრილებელი
საშუალება იყო და ისიც არ მუშაობდა", - გვითხრა აბიტურიენტმა გიორგი
ნემსაძე.
"კიდევ კარგი ამინდმა შეგვიწყო ხელი, თუმცა მაინც ცხელოდა.
ვენტილაციაც არ იყო ჩვენს ოთახში", - ამბობს გურამ ბიბილაშვილი.
საგამოცდო ცენტრებში კონდინცირების არ არსებობაზე წუხან
აბიტურიენტების მშობლებიც. მაია შალმბერიძის თქმით სიცხე ბავშვებს
აზროვნებაში ხელს უშლის.
"ოთხი საათის განმავლობაში სიცხეში ჯდომა და აზროვნება,
დამეთანხმებით, ძალიან რთულია", - ამბობს მაია შალამბერიძე.
აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
მათი თქმით, საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულის იყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის ორ ივლისს დაიწყო.
დარეგისტრირდა 39 000 - მდე აბიტურიენტი. გამოცდები 22 საგამოცდო
ცენტრში ჩატარდება.
ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში,
გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.
მაღალი ტემპერატურის მიუხედავად საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების
საკითხი ვერ მოგვარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, მინისტრის ინიციატივა იყო,
ყველა საგამოცდო ცენტრში ყოფილიყო კონდიციონერები, თუმცა პილოტირების
რეჟიმში, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო, ისინი
მხოლოდ რუსთავში მოეწყო.
საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე. მისი თქმით,
ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ
შეიძლებოდა.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები