ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის მეორე სესიას აბიტურიენტები
შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებენ.
აღნიშნულ საგნებში მეორე სესიაზე გადანაწილებული აბიტურინტები
საგამოცდო ცენტრებში 4-5 ივლისს მივლენ. შეიცვალა გამოცდის ჩატარების
დროც და ის 14:00 საათის ნაცვლად 09:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაცია
კი ერთი საათით ადრე დაიწყება.
ცვლილება ჰაერის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას უკავშირდება,
საგამოცდო ცენტრებში კი კონდიცირების სისტემა არ არსებობს.
არ შეცვლილა ამავე საგანში 2 და 3 ივლისს პირველი სესიის გამოცდის
გრაფიკი.
შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებს გამოცდას ყველა აბიტურიენტი
ზოგად უნარებში. კერძოდ, ნაცვლად 5 ივლისისა, ზოგადი უნარების
გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შეცვლილი გრაფიკი ასეთია:
მასალის გამოყენების პირობები