თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-დორტმუნდის რეისს ასრულებდა,
აფრენისთანავე ავარიულად დაეშვა.
გადაწყვეტილება მფრინავმა მიიღო.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, კი ავიაკომპანია Wizz
Air-ის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის
ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენისთანავე სადგომზე
დაბრუნდა.
თვითმფრინავი 6 საათზე უნდა გაფრენილიყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის
უცნობია.
27 ივნისს ქუთაისის აეროპორტში
ბარსელონის რეისი გაუქმდა. მიზეზი ამ
შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზი გახდა.
წყარო: imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები