გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა
და იმერეთის ცალკეულ რაიონში 2 და 3 ივლისს საღამოს საათებში წვიმა და
ელ-ჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ოთხიდან შვიდი ივლისის ჩათვლით კი, ტემპერატურის კლებაა
მოსალოდნელი.
"განსაკუთრებით, 5-6 ივლისს 29-31 გრადუსია მოსალოდნელი. იმერეთის
უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ელ-ჭექით", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
სინოპტიკოსების ვარაუდით, შვიდი ივლისიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს
და რვა ივლისის ჩათვლით 32-34 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები