გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი
ტემპერატურა ნარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა +40,
+43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის
ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40
გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები