თეთრ ხიდზე მოაჯირების საღებავისგან გაწმენდის შემდეგ, ხის საფარის
აღება დაიწყო.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის "ალმა რუსის" წარმომადგენლის,
ზურაბ ყურუას თქმით, დემონტაჟის სამუშაოების დიდი ნაწილი
დასრულებულია.
"ხის საფარის მხოლოდ ის ნაწილი რჩება, რაც მუშების გადაადგილებისთვის
არის საჭირო. ნახევარი თითქმის აღებულია. პარალელურად იწყება
მოაჯირების შეღებვა. სრულად არის გაწმენდილი ძველი საღებავისგან,
რომელიც რამდენიმე ფენად ჰქონდა და ვღებავთ ისევ თეთრად. ჯერჯერობით,
მივდივართ გრაფიკით და იმედი გვაქვს ჩავეტევით ვადებში", - ამბობს
ზურაბ ყურუა.
გაწმენდა-დემონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდზე 6
მილიმეტრიანი რკინის საფარი დაიგება, რამდენიმე ადგილზე კი გაკეთდება
დეკორატიული მინა, სადაც იმიტირებული თეთრი ქვები განთავსდება.
თეთრი ხიდის რესკონსტრუქცია
1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში
გამარჯვებული კომპანია "ალმა რუს საქართველო" 436 000 ლარად
ასრულებს.
ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ქუთაისის მერიამ საზოგადოების ჩართულობის
გარეშე შეიმუშავა.
ხიდის მზა ესკიზი, რომელიც არქიტექტორმა გია ხუჯაძემ გააკეთა,
საზოგადოების ნაწილმა
დაიწუნა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას
პოზიცია არ შეუცვლია და რეკონსტრუქციას გია ხუჯაძის პროექტით
ახორციელებს.
ამავე
თემაზე:
"ხიდი კარგავს
ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას
აპროტესტებენ
"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი
ხიდის პროექტის ავტორი
კრიტიკაზე
როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი
(ფოტო)
"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის
განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" -
ოპოზიცია
მასალის გამოყენების პირობები