გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონში
ორი ბუხრინწა საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
საცხოვრებელ სახლში დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლები ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ გამოცხადნენ.
ბუხრინწები, შემდგომში მათი ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით,
თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები