შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,
სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით
სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების
5-დღიანი კურსი გაიარა.
შსს - ს ცნობით, პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის
ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩნენ,
სადაც ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი
დანაშაულების მაჩვენებელი.
გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში
მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე.
სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ
საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის
გაზრდის მიზნით, ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ სასამართლოს,
პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური
მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების
სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები,
რომლებმას ერთად განიხილეს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული
გამოწვევები.
წყარო: imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები