ანა კერესელიძეს დასახმარებლად დაგეგმილ კონცერტზე რობი კუხიანიძეც იმღერებს
12:33 / 23.06.2018
"ქუთაისიპოსტის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომლის
მიზანიც ანა კერესელიძის დახმარებაა, რობი კუხიანიძეც უერთდება.
"სოლიდარობის განცდა გადამდები აღმოჩნდა, იმედია ყველა ბილეთი
გაიყიდება და ერთად ბევრს შევძლებთ," - ამბობენ "ქუთაისიპოსტის"
ჟურნალისტები.
"ქუთაისიპოსტს" საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებაში ქუთაისის მერია
შემოუერთდა, ასევე უსასყიდლოდ თანხმდებიან მომღერლები
მონაწილეობას.
საქველმოქმედო კონცერტზე
ოთიკო კვალიაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თამუნა გიორგაძე, ჯგუფი
"სამი ზნე", ჯგუფი "მუზეუმი" და ჯგუფი "four lines" და რობი
კუხიანიძე მონაწილეობენ.
კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 1
ივლისს 18:00 საათზე ჩატარდება.
ანას ლეიკემიის ყველაზე რთული ფორმა აქვს. ის ამჟამად მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის.
იმისთვის, რომ გადარჩეს მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც
120 ათასი დოლარი ღირს.
თითოეული გაყიდული ბილეთი ანას გადარჩენის შანსია.
"მოდი საქველმოქმედო კონცერტზე"
და მიიღე მონაწილეობა სიცოცხლის გადარჩენაში.
ბილეთების შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე -
593 40 21 88
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია მესხიშვილის
თეატრის სალაროშიც. ბილეთების ფასი: 20, 15 და
10 ლარია.
საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები არიან: საინფორმაციო სააგენტო
"ქუთაისიპოსტი" -
kutaisipost.ge, ქუთაისის მერია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები