ქუთაისი - წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო
გზაზე, რომელიც 1985 წლიდან არ შეკეთებულა აღდგენითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
საავტომობილო გზაზე 2 პროექტად, ჯამში 24 კმ-იანი მონაკვეთის
რეკონსტრუქცია მოხდება. შესაკეთებელი მონაკვეთი სოფ. ჭველიერში იწყება
და გადის სოფლებს: თეკალი, ლეუშერში, ფანაგა, სასაში, ლემზაგორი,
ჟახუნდერი, მელე და ბენიერი ჩოლურისა და ლაშხეთის თემები.
"პროექტის ფარგლებში მოგვარდება გზაზე არსებული პრობლემები და
24-კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კერძოდ,
დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, აღდგება ხელოვნური ნაგებობები და
არსებული ხიდები, აშენდება 1 ახალი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი
მილები, ბეტონის ღარები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან
მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები გაბიონები და
კიუვეტები," - განმარატვენ საქართველოს რეგიონული და
ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოს პრესსამსახურში.
სარეაბილიტაციო სამუშაო 2019 წელს დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 19 683 383 ლარია და სახელმწიფო
ბიკუჯეტიდან ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები