ახალი ამბები
მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა ჩაჭრის დეტალური სტატისტიკaა
FaceBook
2018 წლის მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით ყველაზე ბევრი მოსწავლე – 4 842 ფიზიკაში ჩაიჭრა, ხოლო ყველაზე ცოტა – 522 გეოგრაფიის გამოცდაში.
არსებული მონაცემებით, იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს 9 546-ია, რაც გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა 24%-ს შეადგენს, თუმცა “ნაეკის” განმარტებით, აღნიშნულ რიცხვში შესაძლოა შედიოდნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ერთზე მეტ საგანში ჩაიჭრნენ. შესაბამისად, ჩაჭრილი მოსწავლეები რაოდენობა საბოლოო ჯამში შესაძლოა უფრო ნაკლები ან მეტი იყოს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებში მონაწილეობა სულ 38 522-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 35 484 ქართულენოვანი მოსწავლე იყო; რუსულენოვანი – 849; სომხურენოვანი – 943; აზერბაიჯანულენოვანი 1 246.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით EDU.ARIS.GE გთავაზობთ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს თითოეულ საგანში რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და რამდენი ჩაიჭრა.

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 38 522; ჩაიჭრა – 522 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 38 502; ჩაიჭრა – 2 182 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 38 481; ჩაიჭრა – 4842 მოსწავლე;

ქიმიაში მონაწილეობდა – 35 394; ჩაიჭრა – 2 000 მოსწავლე;

შეგახსენებთ, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქიმიას მომავალ სასწავლო წელს მე-12 კლასში აბარებენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს ჩაშლილი სახით წარმოვადგენთ და ცალკეულად გამოვყობთ ეთნიკურ უმცირესობებს, შემდეგ სურათს მივიღებთ;

ქართულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 35 484; ჩაიჭრა – 385 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 35 469; ჩაიჭრა – 1 977 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 35 449; ჩაიჭრა – 4 240 მოსწავლე;

ქიმიაში მონაწილეობდა – 35 394; ჩაიჭრა – 2 000 მოსწავლე.

რუსულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 849; ჩაიჭრა – 6 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 848; ჩაიჭრა – 19 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 847; ჩაიჭრა – 88 მოსწავლე.

სომხურენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 943; ჩაიჭრა – 26 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა – 942; ჩაიჭრა – 76 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა – 943; ჩაიჭრა -202 მოსწავლე.

აზერბაიჯანულენოვანი სექტორი:

გეოგრაფიაში მონაწილეობდა – 1 246; ჩაიჭრა – 105 მოსწავლე;

ბიოლოგიაში მონაწილეობდა -1 245; ჩაიჭრა – 110 მოსწავლე;

ფიზიკაში მონაწილეობდა -1 242; ჩაიჭრა – 312 მოსწავლე.

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი (5,5), შესაძლებლობა ექნებათ, რომ მომავალ წელს იგივე საგანი/საგნები მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებთან ერთად ჩააბარონ.

წყარო:edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.