ახალი ამბები
„ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა“ - უკრაინელი ექსპერტების დასკვნა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე
FaceBook
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ" 5 აპრილს, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროა.
21 გვერდიან დასკვნაში საერთაშორისო  ექსპერტები წერენ, რომ შახტში 6 ადამიანის დაღუპვა აფეთქების დროს დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია და ეს არ ყოფილა ბუნებრივი მოვლენის შედეგად წარმოქმნილი ლავის ჩამოშლა.

"მომხდარის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში. დიდი ალბათობით,  იკვეთება , ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები და შრომის უსაფრთხოების სისტემის პრობლემები", - ნათქვამია დასკვნაში.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს.

"ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა, ეს იყო ადამიანური გადაცდომა, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შახტის ადმინისტრაციას. იქ არის ბევრი რამ დასადგენი - ვინ აძლევდა განკარგულებებს მიწის ზევით, ვინ ანაწილებდა საამფეთქებლო მასალებს, როგორ მოხდა აფეთქება და სხვა დეტალები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მანვე უნდა გასცეს პასუხი კითხვას, კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა", - განაცხადა "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, დასკვნა არ არის სრულყოფილი, რადგან მომხდარზე გამოძიების მიმდინარეობის გამო, დაწესებულებიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი ამ დრომდე არ არის ცნობილი, რაც შუძლებელს ხდის იმის დადგენას, გარდაცვლილებს მხოლოდ მექანიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული თუ არის დამწვრობის კვალიც.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" შახტის ადმინისტრაციას უსაფრთხოების ნორმების თანამედროვებასთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაციას აძლევს.

უკრაინელი ექსპერტები  ტყიბულის შახტში მომხდარს ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. 

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

"საქნახშირის" ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომლისგანაც გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ მეშახტეების სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, შახტში უსაფრთხოების ნორმები არც ამჯერად იყო დაცული და შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ამავე თემაზე:

"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.