ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში.
ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დეპუტატ ზვიად
კვაჭანტირაძის მანქანაა. არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით,
უმრავლესობის წევრი სხვა დეპუტატის მანქანით თბილისში მიემგზავრებოდა.
ადგილზე შსს წარმომადგენლები იმყოფებიან.
მარშუტის მძღოლი ამბობს, რომ დეპუტატის მანქანა მაღალი სიჩაქარით
მოძრაობდა, რა დროსაც შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო.
მისი თქმით, საკუთარ ზოლში სიჩქარის გადაჭარბების გარეშე მოძრაობდა და
სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება.
ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები