პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე განათლების სფეროში
მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს საზოგადოებასა და პარლამენტს
შემოდგომაზე წარუდგენს.
ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობის ახალი გუნდი განათლების რეფორმას
სკოლამდელი განათლების ნაწილის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასთან
ინტეგრაციით დაიწყებს.
"ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა, როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენ
სკოლამდელი ასაკის განათლება ფაქტობრივად ამოვარდნილია საერთო
განათლების სტრატეგიიდან, რაც პრინციპულად მიუღებელია. აქედან
გამომდინარე, სკოლამდელი განათლება საშუალო სკოლებში იქნება ის
უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი",
-აცხადებს ბახტაძე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი წარმატებული
განათლების სისტემის მქონე ქვეყანა, სადაც სკოლამდელი განათლება
ცალკეა.
"მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოხდეს სკოლამდელი განათლების ნაწილის
ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ჯაჭვში. ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ განათლების სისტემა გახდეს
კონკურენტუნარიანი.
თქვენ ვერ ნახავთ, ვერც ერთი წარმატებული განათლების სისტემის მქონე
ქვეყანას, სადაც სკოლამდელი განათლება არის ცალკე და მოწყვეტილია
საერთო სტრატეგიას და ფილოსოფიას. აქედან გამომდინარე, ამას მიენიჭება
ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ამას ჩვენ ვხედავთ, როგორც 5
კომპონენტის განვითარებას.
ეს არის: სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლებში, პროფესიული
განათლება, უმაღლესი განათლება და, რა თქმა უნდა, განათლებაც უნდა
იყოს იმ სექტორის ნაწილი, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ის უნდა იყოს
ორნიშნა ციფრი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 10-11%.
ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა თუ
როგორ მივაღწიოთ ამას და ეს იქნება წარმოდგენილი შემოდგომაზე", –
განაცხადა ბახტაძემ.
წყარო: edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები