გულის ფორმის ფიგურები წყალტუბოში შუქნიშანზე 19 ივნისს აინთო.
"შეჩერდი და გულს აგინთებს" - ამ სლოგანით გულის წითელი ფორმები
წყალტუბოში სამივე შუქნიშანზე ინთება.
იდეა, წყალტუბოს მერიის კეთლმოწყობის სამსახურის უფროსს, თორნიკე
ჯიქიას ეკუთვნის.
როგორც მერიაში განმარტავენ, ეს სიახლე წყალტუბოში ერთის მხრივ
ტურისტულ სეზონს, მეორეს მხრივ, საგზაო უსაფრთხოების დაცვას
უკავშირდება.
"კრეატივია. ლამაზიც არის. ვფიქრობთ, მიმზიდველი იქნება
ტურისტებისთვის, ასევე მოქალაქეებს ამ ფორმით შევახსენებთ, რომ საგზაო
მოძრაობის წესების დაცვა აუცილებელია. შუქნიშანზე წითელი გული, მხოლოდ
შეჩერების ნიშანზე ინთება," - ამბობს წყალტუბოს მერიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სოფიკო
ყანჩაველი.
მისივე ინფორმაცით, წყალტუბოს შუქნიშნებზე წითელი გულები არა
სეზონურად, არამედ მუდმივად აინთება.
მასალის გამოყენების პირობები