დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დროებითი მთავრობის
დამტკიცებას კენჭი უნდა უყარონ.
მინისტრთა კაბინეტს დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა
ბახტაძე წარადგენს.
რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 14 მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებაზე
იმსჯელებენ, ახალ კაბინეტში კი უკვე ცნობილია, რომ 11 მინისტრი
დარჩება.
მამუკა ბახტაძემ სამინისტროების რაოდენობის 11-მდე შემცირებაზე
სამთავრობო კონცეფციის წარდგენისას ისაუბრა.
დროებითი მთავრობის მხარდაჭერას საპარლამენტო ოპოზიცია არ
აპირებს.
რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც
ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა
დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები