ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის მსურველთა მიღება
დაიწყო.
ლიცეუმში მხოლოდ ისინი მიიღებიან, ვინც 9 კლასი წელს დაამთავრა.
აპლიკანტებმა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად
ფიზიკური ტესტი, ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდა უნდა
ჩააბარონ. მათემატიკის ჩაბარება მოსწავლეებს წელს პირველად
მოუწევთ.
ფიზიკური ტესტი, რომელიც 60 მეტრზე და 2000 მეტრზე სირბილს და ღერძზე
აზიდვას გულისხმობს, აპლიკანტებს ადგილზე ჩაუტარდებათ, თეორიულ
საგნებში კი გამოცდას "გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი"
ჩაატარებს.
კადეტთა ლიცეუმში სასწავლებლად მხოლოდ 126 აპლიკანტი მიიღება. როგორც
დაწესებულებაში ამბობენ, მოსწავლეები გამოცდების შედეგების მიხედვით
ჩაირიცხებიან, თუმცა, ჩასარიცხ მოსწავლეთა შერჩევის შემდეგ, ისინი
სამედიცინო შემოწმებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან, რის
შემდეგაც გადაწყდება ვინ მოხვდება ლიცეუმში.
საბუთების მიღება 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
კადეტთა ლიცეუმში სწავლის სურვილს ყოველწლიურად 700-მდე მოსწავლე
გამოთქვამს.
ამჟამად დაწესებულებაში 31 გოგონა სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები