ახალი ამბები
ნგრევის პირას მისული ქუთაისის სოციალური საცხოვრისი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ოთახები ავარიულ მდგომარეობაშია. ზოგიერთ ოთახში ჩამოშლილია ჭერი, ამოყრილია იატაკი და კედლები გაბზარულია. საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ობიექტში ცხოვრება უკვე საშიში გახდა და მერიას ალტერნიტიულ ფართში გადასვლას სთხოვენ.

"შენობა არის ავარიული. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ ყველანი. ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, დაღუპვა უნდა ჩვენი?", - ამბობს საცხოვრისის ერთ-ერთი ბენეფიციარი, დარეჯან სანიკიძე.


სოციალური საცხოვრისის მე-4 სართული.



ჩამონგრეული ჭერი


გაფუჭებული იატაკი


კიდევ ერთი გაფუჭებული ჭერი მეოთხე სართულზე


დაზიანებული კედლები

სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში ჭერი ჩამოინგრა. ამ დროიდან მოყოლებული ობიექტი ზიანდება. საცხოვრისში მცხოვრებლები შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდნენ, რათა, მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა დარწმუნებულიყო რომ იქ ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო. მერიამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზა მას შემდეგ დანიშნა, რაც ობიექტში ჭერი მეორედ ჩამოინგრა. მერიამ ექსპერტიზის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

ქუთაისიპოსტის მიერ მოპოვებულ დასკვნის ნაწილში წერია, რომ შენობაში სამუშაოები  ხარვეზებით შესრულდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს "სანომ" ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

დასკვნას არ ენდობა არც შპს "სანო" და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ასევე, უნდობლობას უცხადებს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქვთარაძე, რომელიც სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე: 

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.